en
ge

2015 წელს ახალი 7 სოციალური საწარმო დაფუძნდება

შიდა ქართლი. 13 იანვარს სოფელ ერგნეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" თანამშრომლებმა მოსახლეობას რეგიონში ახალი 7 სოციალური საწარმოს დაფუძნების შესახებ აუწყეს. ადგილობრივებმა აქტიური მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვეს.
პროექტი „სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" –ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „არბაითერ სამარიტერ ბუნდისა" (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" (CHCA) მიერ. პროექტს აფინანსებს ამერიკის მთავრობა. შიდა ქართლის რეგიონში 2015 წლის ბოლოსთვის 7 ახალი სოციალური საწარმო დაფუძნდება.
წყარო: ფონდი „აფხაზეთი"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)