en
ge

მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის დასკვნითი ღონისძიება

ქვემო ქართლი. მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში პროექტის „საინფორმაციო კამპანია ნატოს შესახებ მარნეულის რეგიონში მცხოვრები ახალაზრდებისათვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული პროექტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ტრეინინგების ციკლი გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში, რომლის ძირითადი თემა იყო ნატოს როლი მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა.
დასკვნით ღონისძიებაზე, ოცდათხუთმეტმა აქტიურმა მონაწილემ, რომლებიც პროექტში მონაწილე შვიდივე სოფლიდან იქნენ შერჩეულნი, მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ შეჯიბრში ნატოს თემაზე. გამარჯვებული გუნდის წევრები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)