en
ge

ჭრა-კერვის კურსები სოფელ ლელიანში

კახეთი. სოფელ ლელიანში, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები გაიხსნა.
კურსი სათემო ორგანიზაცია ,,ლელის" პროექტის ,,ახალი სიცოცხლის" ფარგლებში, ახალგაზრდა გოგონებისთვის და ზრდასრული ქალბატონებისთვის ხორციელდება.
მსმენელები შეისწავლიან ჭრა-კერვის საწყისებს, შეისწავლიან ძველი სამოსის რესტავრაციას და ახალი სამოსის დამზადებას.
პროექტის მნიშვნელოვანი შედეგი ლელიანში მოქმედი ,,ქორეოგრაფიული სტუდიის" ხელთ არსებული ქართული ტრადიციული სამოსის რესტავრაცია-განახლება იქნება.
კურსს მოწვეული მკერავი-დიზაინერი უძღვება. პროექტს ფინანსური მხარდაჭერა ,,მშვიდობის კორპუსი საქართველოში" გაუწია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)