en
ge

შეხვედრა ბათუმის 13 ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობასთან

აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალმა, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტთან ერთად,  სამი კვირის განმავლობაში (18 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით) ბათუმის 13 ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განხილეს თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის მონაწილეობის ფორმები და მექანიზმები, ასევე, თვითმმართველ ქალქ ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის მოდიფიცირების პროექტი (პროექტი გულისმობს, ცამეტივე დასახლებაში საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას და მათგან  თითო წარმომადგენლის წარდგენას სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტში. რაც თავის მხრივ განაპირობებს მოსახლეობასა და საკრებულოს შორის ეფექტურ კომუნიკაციას). ადგილობრივი პრობლემების გამოკვეთის მიზნით, 13 საჯარო შეხვდრის ფარგლებში, ჩატარდა გამოკითხვა, სადაც შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესახელებინათ დასახლებაში არსებული პრობლემები და ასევე, მონაწილეობა მიეღოთ 2013 წლის ბიუჯეტის  პროგრამების პიორიტეტულობის განსაზღვრაში. გამოკითხვის შედეგების ანალიზს სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტი  საკრებულოს რეკომნდაციის სახით წარუდგენს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)