en
ge

დისკუსია ოჯახში ძალადობის საკითხებზე თელავში

კახეთი. თელავში, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,თელავი ჩემი ქალაქია’’ ძალადობასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, რომელსაც სასულიერო პირები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, იურისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის დამფუძნებლის, თამრიკო ლაზარიაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბოლო თვეებში გახშირებულ ძალადობის ფაქტებს შეეხო: ,,განვიხილეთ სტატისტიკური მონაცემები და ფაქტები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდება საქართველოში. ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე და საკითხზე რა იწვევს ძალადობას ოჯახსა და მის გარეთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ოჯახში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. შეხვედრა ნაყოფიერი იყო, მოვისმინეთ სპეციალისტების მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაცია ამ კუთხით შეხვედრებს კიდევ ჩაატარებს და გვინდა, უფრო მეტი ადამიანი დაესწროს, რომ საზოგადოების ფართ მასამ მოისმინოს სპეციალისტების აზრი და იცოდნენ როგორ მოიქცნენ ძალადობის ფაქტის გამოვლენის დროს’’.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023