en
ge

არასამთავრობოები ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო.
„იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული. არასამთავრობო ორგანიზაციები ვითხოვთ, პროკურატურამ დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე. მიგვაჩნია, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება", ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
სრულად...
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)