en
ge

13 არასამთავრობო ორგანიზაცია დავით დარახველიძეს მიმართავს

სამეგრელო. 9 ნოემბერს ორგანიზაციის „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, 13 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიის ზუგდიდში ჩასვლას სთხოვს. ნონა უბილავას თქმით, მან მინისტრს ერთი კვირის წინ გაუგზავნა წერილი ზუგდიდში ჩასვლის თხოვნით, რომელსაც 13–მა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. ნონა უბილავა ამბობს, რომ მას მინისტრის განცხადებების შემდეგ, რომელიც შემწეობებსა და დევნილთა მიერ ფართების დაკავებას ეხებოდა,  გაუჩნდა კითხვები: „ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები, გვაქვს კითხვები და შიში, რომ არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ამიტომ ვთხოვთ მინისტრს რომ ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს დევნილების პრობლემებს".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)