თბილისი. ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ" გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციამ წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ოთხი საგანამნათლებლო პროექტი განახორციელა.ღონისძიებაზე სტუმრებს 2015 წლის პრიორიტეტები და გასახორციელებელი პროექტებიც გააცნეს.
მრგვალ მაგიდაზე მოწვეულ სტუმრებს შორის პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, გახორციელებული პროექტების ბენეფიციარები და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში