en
ge

გელათის ქალთა საბჭოს მიერ ჩატარებული სემინარები მეზობელ სოფლებში

იმერეთი. გელათის ქალთა საბჭო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მიმდინარე წლის ნოემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში, კურსებსა და მოწამეთაში ქალთა საბჭოს ორგანიზებით  გაიმართა სემინარები თემაზე: ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის გზები. სემინარებს ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები.
შეხვედრები გაიმართა CENN-ის ინიციატივის – „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში" – ფარგლებში. ინიციატივის მიზანია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაზრდა, ბუნებრივი რესურსების მართვის პროცესში მათი აქტიური ჩართვის ხელშეწყობა და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცება. ინიციატივა ხორციელდება გერმანული ფონდის EED-ის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: CENN

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)