კახეთი. 21 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თელავის საზოგადოებრივი დარბაზის" ორგანიზებით, ქალაქში არსებულ პრობლემებზე დისკუსია გაიმართა.
ორგანიზაციის წევრების გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მერიასთან ერთად პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაზე იმუშავებს: ,,ჩვენი ორგანიზაცია მერიასთან ერთად იმუშავებს ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაზე. დაგეგმილი გვაქვს მოსახლეობასთან კონსულტაციები და გვინდა, რომ ჩვენი აქტიური საქმიანობით უკეთესობისკენ შევცვალოთ ქალაქში არსებული მდგომარეობა", აცხადებს ,,თელავის საზოგადოებრივი დარბაზის" ხელმძღვანელი ჯუმბერ სახეიშვილი.