en
ge

IDFI მიესალმება ფინანსთა სამინისტროს პროაქტიული გამჭვირვალობის ახალ ინიციატივას

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიესალმება ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ყველა სხვა საჯარო დაწესებულებას, გაიზიაროს აღნიშნული სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სტანდარტი. რომელიც გულისხმობს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დამატებითი ნუსხის შედგენაში მოქალაქეთა ჩართულობას. ამასთან, ინსტიტუტს მნიშვნელოვნად მიაჩნია დაწესებულებებმა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსონ ყველა ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ყველაზე ხშირად იქნა გამოთხოვილი მათი უწყებებიდან წლის განმავლობაში. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა, მაღალი ალბათობით, ერთის მხრივ, შეამცირებს ბეჭდური სახით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საჭიროებას, ხოლო, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)