en
ge

სოციალური მედიის ტრენინგი მოსწავლეებისთვის

იმერეთი.  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების  ცენტრის ოფისში სამოქალაქო განათლების  და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (პროგრამა ხორციელდება PH-International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით), ნინო გელაშვილმა და ლიკა მოშიაშვილმა  იმერეთის რეგიონის  პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეებისათვის ჩაატარეს სოციალური მედიის ტრენინგი, რომელსაც  ესწრებოდა სამოქალაქო კლუბის   მე–9, მე–10, მე–11, კლასის  13 მოსწავლე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, სოციალური მედიის შესახებ ცოდნის მიღებისა და უნარ–ჩვევების განვითარება პროექტის მიზნობრივ ჯგუფებში, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებმა გაიაზრონ, თუ რა როლი აქვს სოციალურ მედიას ახალგაზრდების და ზოგადად საზოგადოების მობილიზების სხვადასხვა თემატიკის ადვოკატირების საკითხებში. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების და უკუკავშირის მიღების შესახებ.ასევე, ბლოგების დარეგისტრირებასა და მართვაზე.
მონაწილეებმა  შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო, დაარეგისტრირეს  ბლოგები .
წყარო: kedec.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)