en
ge

სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ს სარჩელი შსს–ს წინააღმდეგ

თბილისი. გასული წლის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. შედეგად სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილად მიაწოდოს ინსტიტუტს ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ–ცალკე სახელისა და გვარის მითითებით, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და მოგვაწვდის ინფორმაციას თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ, სრულყოფილი სახით, როგორც ამას ინტიტუტი ითხოვდა. ასევე ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოდ დაამკვიდრებს თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს საქართველოში, რადგანაც აღნიშნული წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიიჩნეოდა", აღნიშნავს ინსტიტუტის ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)