აჭარა. 24 იანვარს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ პროექტის „სახელმწიფო 3:0"–ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. პროექტის მონაწილეებმა აუდიტორიას ბათუმში არსებული პრობლემები, საზოგადოებისა და ადგილობრივი მთავრობის დამოკიდებულებები წარმოადგინეს. ასევე, მოისმინეს სემინარები ლიდერობის, სამოქალქო აქტივობის მნიშვნელობასა და საზოგადოების მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებისთვის ხელშემწყობ სახკითხებთან დაკავშირებით. პროექტში ამჟამად 450–მდე ახალგაზრდაა ჩართული, მომდევნო ეტაპზე ახალგაზრდებმა წარმოდგენილი პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ უნდა ისაუბრონ, ხოლო მესამე შეხვედრის შემდეგ პროექტის გამაჯვებული მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო, ორენოვან სერთიფიკატებს.