ქვემო ქართლი. 10 ნოემბერს სიქაში ჩატარდა კლუბის – „უნარები პროფესიული წარმატებისთვის" – მორიგი ტრენინგი. იგი ჩაატარა მოწვეულმა ტრენერმა, ფსიქოლოგმა და სოციალურმა მუშაკმა. შეხვედრაზე იმსჯელეს ძალადობაზე და მის ფორმებზე, განიხილეს რეალური ძალადობის ფაქტები და მისი მოგვარების გზები.
კლუბი „უნარები პროფესიული წარმატებისთვის" საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციაში (სიქა) 24 მარტიდან ფუნქციონირებს. კლუბის საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ 18-25 წლის ახალგაზრდები.
წყარო: კლუბის გვერდი სოციალურ ქსელში