კახეთი. სოფელ კაჭრეთში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ღვინის სექტორში თანამშრომლობის ორდღიანი ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე განიხილებოდა საქართველოს ღვინის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები: ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პირობები, ქვევრის ღვინის გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები, კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლება ღვინის სფეროში.
საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩო-პირობების სამომავლო ცვლილების გათვალისწინებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ,,ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების" გავლენაზე ქართული ღვინის ექსპორტსა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების 2015 წლის გეგმებზე.
ორდღიან ფორუმში მეღვინეობის დარგის არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.