თბილისი. 23 იანვარს, პროექტის ,,საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა რეგიონულ დაგეგმარებაში" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს „სიდა" და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგიონული ქსელი (R-CSN).
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდება მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და ჩართვა ფართო კონსულტაციებში 2016–2018 წლების რეგიონების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფორმირებაში 6 რეგიონის მასშტაბით: ქვემო ქართლი, გურია, სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი, მცხეთა–მთიანეთი. პროექტის აქტივობების საფუძველზე გაიზრდება სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერება დაგეგმარების პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.
პროექტი ხორციელდება „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების გაძლიერების" პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში