en
ge

დისკუსია დაგროვებითი საპენსიო სისტემისა და განვითარებული საფონდო ბირჟის შესახებ

თბილისი. 22 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სასტუმრო „თბილისი-მარიოტში" გამართა დისკუსია სახელწოდებით „დაგროვებითი საპენსიო სისტემა და განვითარებული საფონდო ბირჟა, როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ინსტრუმენტები საქართველოში". დისკუსია გაიმართა პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო -2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.
22 იანვარს გამართული დისკუსია შედგებოდა ორი ნაწილისგან: პირველ ნაწილში განხილულ იქნა საპენსიო რეფორმის განხორციელების გზები და საპენსიო გამოწვევები,რომელიც დაკავშირებულია დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვასთან, ხოლო დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმო საფონდო ბირჟის განვითარების საკითხებს საქართველოში და კონკრეტულად იმას, თუ რა მდგომარეობაში ხვდება საქართველოს საფონდო ბირჟა დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას საქართველოში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023