თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტს", რომლის მიხედვით საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალს ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოიძიება. „... დამსაქმებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს არსებული ვაკანსიის მოთხოვნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში. ადმინისტრაციული ორგანო ადგილობრივი დამსაქმებლისთვის შესაბამისი კადრის შეთავაზებას ახდენს მოთხოვნის წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო 7 სამუშაო დღეში ვერ მოიძიებს წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამის კადრს,... ამის შემდეგ (დამსაქმებელს) შეეძლება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმება.
ჩვენი აზრით, ეს ნორმა ... ფორმალურად შესრულდება დამსაქმებლების მიერ და რეალურად არ უზრუნველყოფს ადგილობრივი კადრებისთვის უპირატესობის მინიჭებას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა კანონპროექტიდან ამოიღოს აღნიშნული ნორმა.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში