en
ge

„პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებანი საბიუჯეტო სფეროში“

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა კონსტიტუციონალისტ ზურაბ ჯიბღაშვილის პუბლიკაცია: „პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებანი საბიუჯეტო სფეროში".
„ხელისუფლების დანაწილების პრინციპის კონსტიტუციურ განხორციელებაში, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის ურთიერთობათა ხასიათის განსაზღვრისათვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბიუჯეტო სფეროში უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხს.
სრული საბიუჯეტო ციკლი მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენას, მის მიღებას, ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის წარდგენას და მის დამტკიცებას. ეს პროცესი ფაქტობრივად მთელი საბიუჯეტო წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ინარჩუნებს უწყვეტობას. ამიტომაც, სახელმწიფო ბიუჯეტი ის ნერვული კვანძია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფეთქავს. თუმც, ზოგიერთ სტადიაზე, ეს სიმწყობრე შეიძლება სულაც დაარღვიოს მასთან ბუნებრივად თანმდევმა საკითხმა – მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების განზრახვამ....", ნათქვამია პუბლიკაციაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)