en
ge

საია და კონსტიტუციის 42–ე მუხლი განცხადებას ავრცელებს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფში საქმიანობას წყვეტს. სამუშაო ჯგუფი 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა. ორგანიზაციები „საია" და „კონსტიტუციის 42–ე მუხლი" მიესალმებიმიან ამ ინიციატივას, თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტური მუშაობისათვის: სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას. 
„მიგვაჩნია, რომ დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში და ჯგუფის მიერ განსაზღვრული ფორმატით შეუძლებელია 185 პოლიტიკური პატიმრისა და 13 პოლიტიკური დევნილი პირის საქმეებზე სრულყოფილი დასკვნების მომზადება. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატის ვადის გაგრძელება არ იგეგმება, რაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული." – ნათქვამია განცხადებაში
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციები სამუშაო ჯგუფის ფორმატში წყვეტენ საქმიანობას, ისინი გამოხატავენ მზადყოფნას მათ  მიერ წარმოებული საქმეები და მომზადებული დასკვნები წარადგინონ ჯგუფში და ამ მხრივ დაეხმარონ მას მუშაობაში.
სრულად 
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)