თბილლისი. „გახდი მოხალისე ერთხელ და შენ ჩვენთან მოხვალ მეორედ" – ამ ლოზუნგით გაიმართა პრეზენტაცია ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კვირას. პრეზენტაცია არასამთვრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდის" ინიციატივით ჩატარდა.
„თქვენი აზრით, რატომ ვარ მე მოხალისე?" – ამ კითხვით მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს „ჰელფინგ ჰენდის" მოხალისემ, კობა ბიწაძემ. პასუხების სხვადასხვა ვარიანტების მოსმენის შემდეგ, პრეზენტატორმა აღნიშნა, რომ მოხალისეობა კარგი საშუალებაა მსურველთთავის ახალი გამოცდილების მისაღებად, კარგი რეზიუმეს შესაქმნელად, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოსაყენებლად და ა.შ. თავის მხრივ, ორგანიზაციასაც ხელს სასარგებლოა მოხალისეთა არსებობა. მათი დახმარებით მას უჩნდება შესაძლებლობა გააფართავოს სერვისები, წამოიწყოს ახალი საქმიანობა, რასაც მანამდე არსებული რესურსებით ვერ ახერხებდა. პრეზენტაციის ბოლოს სტუდენტებს უჩვენეს ფილმი „მე მოხალისე ვარ, გახდი შენც". შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ იქვე შეევსოთ მოხალისის აპლიკაცია.
პრეზენტაცია პროექტის – „მოხალისეობა – სოციალური ტრანსფომარაციისთვის" – ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მოხალისეობრივი სერვისი, რომელსაც სთვაზობენ სხვადასხვა ორგანიზაციებს. ასევე შექმნილია მოხალისეთა ბაზა, სადაც ორასამდე მოხალისეა დარეგისტრირებული. მათი უმრავლესობა (138 მოხალისე) სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაშია გადანაწილებული მოხალისეობრივი სამუშაოს შესასრულებლად.