en
ge

გამჭვირვალობა: „გამოიწვია თუ არა ლარის კურსის გაუფასურება დოლარის გამყარებამ?“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ბლოგპოსტი - „გამოიწვია თუ არა ლარის კურსის გაუფასურება დოლარის გამყარებამ?" - გამოაქვეყნა. „ჩვენ შევადარეთ 2014 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე დოლართან მიმართებაში იმ უცხოური ვალუტების კურსების ცვლილება, რომლებიც აქტიურად განიხილებოდა ბოლო პერიოდში. როგორც აღმოჩნდა, ქართული ლარი რუსული, ბელორუსული და მოლდოვური ვალუტების შემდეგ გაუფასურების მასშტაბით მე-4 ადგილზეა. ... გარდა ამისა, თუ ლარის კურსის დაცემა მხოლოდ ამერიკული დოლარის გლობალური გამყარების ბრალია, ლოგიკური იქნებოდა, რომ სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ლარი არ გაუფასურებულიყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემით კი, 2014 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 29 იანვრამდე ლარი არა მხოლოდ ამერიკულ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, არამედ - სხვა უცხოური ვალუტის აბსოლუტურ უმრავლესობასთანაც”, ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)