კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია C ჰეპატიტის შესახებ. დღესვე სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ. დისკუსიის მოდერატორებს იყვნენ საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის" თელავის ოფისის ხელმძღვანელი დავით ღონღაძე და ინფექციონისტი შოთა რაინაული. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, ქალთა კლუბის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
,,საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად ცხადდება. პროექტი, რომლის განხორციელებაც თებერვლიდან იგეგმება დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს. პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქე ჩაერთვება. პროგრამის მიზანია სამ წელიწადში საქართველოში C ჰეპატიტის დამარცხება", - აცხადებს დავით ღონღაძე.