გურია. 31 იანვარს, ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებისთვის მშვიდობის კორპუსისა და ორგანიზაციის ,,პური მსოფლიოსთვის" მოხალისეებმა ჩაატარეს სემინარი - ,,ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს".
მათ მოზარდებს შესთავაზეს პრეზენტაციები იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ, რომლებმაც შეცვალეს საზოგადოების შეხედულებები და სტერეოტიპები შეძღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ.
ისაუბრეს შეძღუდული შესაძლებლობების შესახებ და სემინარი ინტერაქტიული სავარჯიშოებით შეაჯამეს. შეხვედრას ესწრებოდა 12 მოზარდი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში