გურია. 30 იანვარს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის – „მომავლის თაობა", სამიზნე სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომად¬გენლებთან. შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოსწავლეთა მიერ თავიანთ თემებში გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილეები, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა აღუთქვეს ახალგაზრდულ ინიციატივებს, რომელთა განხორციელება მომდევნო 2 თვის განმავლობაში მოხდება.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობას" ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობს. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია გურიის რეგიონში.