პროექტის ,,ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდული პლატფორმის ჩამოყალიბების" ფარგლებში, პროექტის მონაწილეები აზერბაიჯანს, კერძოდ, კი შეკს სტუმრობდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კახეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ვიზიტის მიზანს ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდული პლატფორმის ჩამოყალიბება, სტრუქტურის დამტკიცება და პასუხისმგებელი პირების არჩევა წარმოადგენდა.
,,პლატფორმის მმართველობის უმაღლესი რგოლია დამფუძნებელთა საბჭო, რომელსაც მოჰყვება საკოორდინაციო საბჭო და სამდივნო. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ოთხი დეპარტამენტი, რომლებმაც უკვე აირჩიეს როგორც დეპარტამენტის კოორდინატორები, ასევე განსაზღვრეს პრიორიტეტებიც", - აცხადებს პროექტის წარმომადგენელი თინიკო ფხოველიშვილი.
ვიზიტის დასასრულს, ბაქოში გაიმართა შემაჯამებელი პრესკონფერენცია.
შეხვედრა აზერბაიჯანის საზოგადოებრივი გაერთიანების „მეხსიერება" ორგანიზებით ჩატარდა.