en
ge

ახალგაზრდების პრეზენტაციები ენერგიის დაზოგვის და სხვა ეკოლოგიურ საკითხებზე

სამცხე–ჯავახეთი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" 2013 წლიდან ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება". იგი დაფინანსებულია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით. პროექტის სამოქმედო არეალია გორის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის საჯარო სკოლა.
ცენტრი „აფხაზეთის" მიერ სამიზნე სკოლებში მოსწავლეთათვის ჩამოყალიბებულია სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის, გარემოს დაცვის კლუბები.
კლუბების საქმიანობა არ არის შემოფარგლული მხოლოდ სკოლით და ხშირად იმართება ღონისძიებები, რომლებიც ამავე საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან ან მოზარდთა ჯგუფებთან თანამშრომლობით ტარდება.
31 იანვარს, ცენტრი „აფხაზეთის" მიერ დაარსებული გარემოს დაცვის კლუბების წევრები (რვა სამიზნე სკოლის გარემოს დაცვის კლუბებიდან 30-მდე მოსწავლე და რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი) გაემგზავრნენ ბორჯომში, სადაც მათ მასპინძლობა გაუწია გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მიერ, ბორჯომში დაარსებულმა ეკო კლუბების წევრებმა.
მასპინძელი ეკო კლუბების წევრებმა მოაწყვეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე. კერძოდ, დიდი ინტერესი გამოიწვიეს პრეზენტაციებმა ენერგიის დაზოგვის, ქაღალდის მეორადი გადამუშავების და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან კომპოსტის დამზადების შესახებ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)