en
ge

საქართველო 2020–ის გასვლითი ლექცია თელავში

კახეთი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), 30 იანვარს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტ საქართველო 2020-ის ფარგლებში გამართა გასვლითი ლექცია.
ლექცია პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" ფარგლებში წაიკითხეს პროექტის კოორდინატორმა დავით მაისურაძემ და ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის ლექტორმა, უცხოური ინვესტიციების ექსპერტმა სებასტიან ტიდემანმა.
შეკრებილ 50-მდე სტუდენტსა და პროფესორ-ლექტორებს დავით მაისურაძე მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და კონკურენციის პოლიტიკაზე ესაუბრა.
ტიდემანმა ყურადღება გაამახვილა საქართველო 2020 და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება". პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)