en
ge

ტრენინგ-სემინარი - ჟესტიკულაციის ენა, ეფექტური კომუნიკაცია

იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი - „ჟესტიკულაციის ენა, ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობის უნარ–ჩვევები ფსიქოლოგიის კუთხიდან". შეხვედრას მოწვეული ფსიქოლოგი მამუკა გელაშვილი გაუძღვა. ტრენინგ-სემინარის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება ჟესტიკულაციის ენის, როგორც ეფექტური კომუნიკაციის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, სამოქალაქო აქტიურობის და ჩართულობის შესახებ. ტრენინგ-სემინარზე განხილული იქნა საკითხები: ჟესტების ანუ სხეულის ენა, მათი ნაირსახეობა, არავერბალური კომუნიკაცია, საკუთარი თავის ფლობა, ფორმისა და შინაარსის ურთიერთქმედება, ლიდერობის უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები, კომუნიკაციის ტექნიკები და სხვა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)