en
ge

ტრენინგი - „მამაკაცური საუბრები“

შიდა ქართლი. საზოგადოება „ბილიკის" ოფისში პროგრამის - „მომავლის თაობა" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მამაკაცური საუბრები". შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის რეგიონის 5 საჯარო სკოლის 15 მოსწავლე. ტრენინგის მიზანი იყო ვაჟებისათვის ცოდნის გადაცემა გენდერის, ქალის და მამაკაცის გედერული როლების, გენდერული ძალადობის, კომუნიკაციის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა შესახებ. შეხვედრა გარკვეულწილად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდა მამაკაცებისათვის ცნობიერების ამაღლებასაც ემსახურებოდა.
მონაწილე ვაჟებმა ტრენინგი დადებითად შეაფასეს, რადგან „გენდერული თანასწორობის მიღწევა მხოლოდ ქალთა გაძლიერებით შეუძლებელია და მამაკაცების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია". ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ არ აქვთ მსგავს საკითხებზე ინფორმაცია, არ იღებენ ცოდნას სკოლაში.
„ტრენინგი დაეხმარება ვაჟებს გააცნობიერონ გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მნიშვნელობა; მამაკაცების განსაკუთრებული როლი არსებული სტერეოტიპების რღვევის პროცესში, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ როლს ჰარმონიული საზოგადოების შექმნისთვის და მდგრადი განვითარებისთვის" -აღნიშნა ტრენერმა ხვიჩა პოსოშვილმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)