en
ge

შეხვედრა გორში

შიდა ქართლი. ჯირკველიშვილი საზოგადოება „ბილიკის" პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შეხვდნენ. 
ახალგაზდებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვები დაუსვევს. კითხვები ძირითადად სამომავლო პროექტებს ეხებოდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ თემებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გამგეობა აქტიურად ითანამშრომლებს. მოსწავლეებმა გამგებელთან და მერთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მომავალ შეხვედრებზეც შეთანხმდნენ.
„მაშინ როდესაც ერთმანეთს კითხვებს ვუზიარებდით, ერთი ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ. თითოეული ჩვენი კითხვა თუ შენიშვნა ეხებოდა იმ პრობლემებს რომლებიც ახალგაზრდებს აწუხებთ და ეს გასაკვირი ნამდვილად არაა რადგან ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის ჩვენი და თანატოლების პრობლემები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია"_ აღნიშნეს შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებმა. 
შეხვედრა ორგანიზებული იყო პროგრამა „მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)