თბილისი. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) გამართა ტრენინგების ციკლი აფხაზეთის სკოლების მოსწავლეთათვის, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვებში ლიდერობის უნარების ჩამოყალიბებას და საკვანძო კომპეტენციების განვითრებას.
ტრენინგები ჩატარდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ორგანიზაცია და ორგანიზაციის ელემენტები; სამოქალაქო საზოგადოება და გენდერი; გუნდი და გუნდური მშაობა; მედიაცია, კონფლიქტებისა და სტრესის მართვა; პრეზენტაციის უნარები და ა.შ
ტრენინგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში ჩატარდა. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
წყარო: ctc.org.ge