en
ge

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაზე

თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიას ეხმიანება. „ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს მოუწოდებს, დროულად აირჩიონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვინაიდან ქართული მართლმსაჯულების სისტემა საჭიროებს ძირეულ რეფორმას და მისი განხორციელება შეიძლება უკავშირდებოდეს სწორედ ახალი თავმჯდომარის არჩევას. ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციითა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს სახელმწიფოს ევალება სასამართლო სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის, მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხის მოგვარება”, ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)