შიდა ქართლი. 8 თებერვალს, საზოგადოება „ბილიკის" ოფისში, სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე -„ადვოკატირება – სოციალური ცვლილებების საფუძველი".
ტრენინგის თეორიულ ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ადვოკატირების არსი და მიზნები, ეფექტური ადვოკატირების კამპანია და მისი ეტაპები, სახეები, მისი შედეგების მართვა და მონიტორინგი.
ტრენინგის მეორე ნაწილში მოეწყო ჯგუფური მუშაობა, მონაწილეებმა აირჩიეს მათ თემში აქტუალური პრობლემა და იმსჯელეს მისი გადაწყვეტის გზებზე, მოსწავლეებმა განიხილეს სკოლის და თემის პრობლემები, გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაციები, დაიგეგმა ადვოკატირების კამპანიები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა გადაწყვიტეს წერილობით მიმართონ ადგილობრივ გამგეობას, რათა მათ მიერ დაგეგმილი ადვოკაციის კამპანიები, რეალურად განახორციელონ და ტრენინგზე მიღებული ცოდნა საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენონ.