en
ge

მედიასაშუალებები გენდერული საკითხების გასაშუქებლად

სამცხე–ჯავახეთი. 9 თებერვალს, ახალციხის გენდერის მედიაცენტრში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთობლივი აქტივობები დაგეგმეს.
რა არის გენდერი, რა საკითხები შეიძლება აინტერესებდეს აუდიტორიას გენდერის სფეროში, რა შეთავაზებები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ქალი ამომრჩევლებისადმი, როგორ არიან წარმოდგენილი ქალები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის გამგეობებში, – ამ საკითხებზე იმსჯელეს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
გენდერის მედიაცენტრი გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს" ოფისში რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. არსებობს ცხელი ხაზი, ნომრით: 557 000 934, სადაც დარეკვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
გენდერის მედიაცენტრი გაიხსნილია პროექტის „ჟურნალისტები გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით. მსგავსი ცენტრი საქართველოს 8 ქალაქში, მედიაორგნიზაციების ოფისებში ფუნქციონირებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)