en
ge

აირექსმა მედია პარტნიორობის პროგრამის გამარჯვებულები გამოაცხადა

თბილისი. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამამ 2015 წლის გამარჯვებულები გამოაცხადა. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ბაზირებული მედიასაშუალებები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია" (გარბი) შეირჩა.
ამერიკულ პარტნიორ ტელევიზიებში მომუშავე პროფესიონალები ქართველ კოლეგებს ესტუმრებიან, ადგილზე ჩაუტარებენ ტრენინგებს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ. გარდა ამისა, რუსთავი 2-ისა და „გარბის" წარმომადგენლები გაემგზავრებიან აშშ-ში და გაივლიან პრაქტიკულ სტაჟირებას პარტნიორ ტელევიზიებში. გაცვლითი ვიზიტების გარდა, ონლაინ რეჟიმში განხორციელდება ვირტუალური კონსულტაციებიც.
GMPP პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ და მას IREX ახორციელებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებას ქართული მაუწყებლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების გზით.
სრულად...
წყარო: irex.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)