en
ge

ახალგაზრდული ინიციატივები თელავის მერიაში

კახეთი. თელავის ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებმა ქალაქ თელავის მერს ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული მცირე პროქტების პრეზენტაციები წარუდგინეს.
შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის მიზანია „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება," რაც თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობას შეუწყობს ხელს.
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ია ანთაძის განცხადებით, თელაველ ახალგაზრდებთან მუშაობა ნაყოფიერი და საინტერესო იდეებით დატვირთული აღმოჩნდა: ,,შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის საჭიროებებსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ახალგაზრდული პროექტები ტურისტების მოზიდვას და ქალაქის იერსახეს გაუმჯობესებას ეხება. კერძოდ, ქალაქის ცენტრში მდებარე სააკაძის ქუჩის კედლის შემოქმედებით დატვირთვას და ცნობილი მხატვრის, ელენე ახვლედიანის სახელობის ქუჩის გაცოცხლებას და გალამაზებას".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)