en
ge

აქცია შრომის ინსპექციის მოთხოვნით

თბილისი. 13 თებერვალს შრომის ინსპექციის მოთხოვნით შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოძრაობები, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები". ორგანიზაცია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. „აუცილებელია, სახელმწიფომ აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა კერძო კორპორაციულ ინტერესებზე მაღლა დააყენოს, ამისათვის კი შრომის ინპექციის შექმნა უახლოეს მომავალში განსახორციელებელი ერთ-ერთი
პრიორიტეტი უნდა გახდეს.
შრომის ინსპექციის მოთხოვნით გამართული აქცია მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ბრძოლისა, რომლის მიზანი ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის მიღწევაა",
ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)