შიდა ქართლი. 16 თებერვალს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა დიპლომატიის საერთაშორისო დღე აღნიშნა . თითოეული მონაწილე წარმოადგენდა ერთ კონკრეტულ ქვეყანას და ამ ქვეყნის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას. ყურადღება ძირითადად გამახვილებულდა ქვეყნის სამართლებრივ სისტემაზე, მათ ტრადიციებზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე და ქვეყანაში არსებულ უცნაურ და გამორჩეულ ტრადიციებზე.
ღონისძიება გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში