კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ,,კრეატიული განვითარების ცენტრმა” საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დამსწრე ახალგაზრდებს სტუმრებმა კონკურსის „დიდი ნახტომის შეჯიბრება" დაწყების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
კრეატიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლების თქმით, შეჯიბრების მიზანია კრეატიული მეთოდების გამოყენება წყლის დაცვის პოპულარიზაციისათვის.
ირაკლი ფირანიშვილი, პროექტის კოორდინატორი: ,,კონკურსი და კამპანია წყლის დაბინძურების თემატიკას ეხება და მასში მონაწილეობა 16 დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ სურვილი აღნიშნული საკითხის ირგვლივ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ტიპის აქტივობები".
კონკურსს, რომელიც უკვე მრავალი წელია ევროპის ქვეყნებში იმართება, საქართველო წელს პირველად შეუერთდება.