კახეთი. თელავის სახელმწიფო თეატრში, განათლებისა და დასაქმების ორდღიანი გამოფენა – ,,მომავალი შენია" გაიმართა.
ღონისძიება ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა. გამოფენაში კახეთის 4 მუნიციპალიტეტის: თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და ახმეტის განათლებისა და დასაქმების სფეროში მომუშავე რამდენიმე ათეულმა ბიზნეს კომპანიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
პროგრამის ხელმძღვანელის, დანიელ ბირკენმაიერის თქმით, მისი მიზანია განათლების პროვაიდერებისა და პოტენციური დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება, რომელიც შემდგომ ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია.