თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა ახალი ბლოგპოსტი, რომლითაც ეხმაურება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს აჭარაში მიმდინარე მშენებლობები და საინვესტიციო პროექტები შეწყდა. ორგანიზაციამ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია – „...დაადგინა, რომ უმეტეს შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტების სამშენებლო პროცესი შეფერხებულია, თუმცა სრულიად შეწყვეტილი არ არის".
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ „საინვესტიციო პირობების შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის დაწესება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი პროექტების განხორციელება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული ქონება და, განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვის ფორმის გამოყენების შემთხვევაში, დაადგინოს კრიტერიუმები, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგი, რაც საინვესტიციო პროექტების განხორციელების გაჭიანურებით, შეჩერებით ან შეწყვეტით შეიძლება გამოიხატოს".
სრულად...
წყარო: transparency.ge