en
ge

საპილოტე პროექტები ეკომიგრანტებისთვის

კახეთი. ყვარელში, პროექტის ,,სტრუქტურული და მრავალმხრივი დიალოგის ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკომიგრაციის სფეროს სისტემური რეფორმის ხელშეწყობისათვის" – ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ანა ბენაშვილი, გარემოსდაცვითი სამოქალაქო აქტივობის ეგიდის რეგიონული კოორდინატორი: ,,კახეთში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის მუშავდება პროექტები, რომლის განხორციელებაშიც უშუალოდ ისინი იქნებიან ჩართული. ამ ეტაპზე, შეირჩა საპილოტე პროგრამა ,,საერთო სარგებლობის საძოვრების მდგრადი მართვა", რომელიც განხორციელდება ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფლებში. ამჟამად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს მოკვლევა არსებული რესურსების მოძიების და სამიზნე სოფლების საჭიროებიდან გამომდინარე".
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოიკვეთა მზაობა საპილოტე პროექტის მხარდასაჭერად და საჭირო პროცედურებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)