en
ge

პირველი ქართული სტუდენტური კონფერენცია ლგბტ საკითხებზე

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „იდენტობა”19-20 იანვარს ლგბტ საკითხებში პირველი ქართული სტუდენტური კონფერენციის ჩატარებას გეგმავს. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერ საფეხურისა და სპეციალობის სტუდენტს. მონაწილეთათვის გათვალისწინებულია სტიპენდია 320 ლარის ოდენობით, რომელსაც, შერჩეული სტუდენტები, საკუთარი სურვილისამებრ,  გამოიყენებენ კვლევის ხარჯების დასაფარავად. 
კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი საკვლევი თემა, რომელიც საქართველოში ლგბტ ადამიანების სოციალურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ მდგომარეობას ეხმიანება.
კონფერენცია გაიმართება თბილისში. სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიიღებენ მონაწილეობას, გათვალისწინებულია კვების, სატრანსპორტო და სასტუმროს ხარჯები. დაინტერესებულმა პირებმა 2012 წლის 30 ნოემბრამდე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.
კონფერენცია ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარდება. პროექტის მიზანია ქართველ სტუდენტებში ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბი, ტრანსგენდერი) საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება.
სრულად
წყარო: identoba.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)