კახეთი. სამოქალაქო ინიციატივის აქციის „შესაწირი სათამაშო" ფარგლებში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებას სათამაშოები გაუგზავნა. სოფელ მაშნაარის საბავშვო ბაღს სარემონტო სამუშაოები 2014 წელს ჩაუტარდა, თუმცა სათამაშოების ფონდი არ მიუღია. ამიტომ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ამავე დაწესებულებაში მომუშავე აღმზრდელების შვილების ნაქონი მხოლოდ რამდენიმე სათამაშო ჰქონდათ. დღეს მაშნაარელმა სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებმა მიიღეს მრავალი სახის სათამაშო, წიგნები და განმავითარებელი ნივთები, მათ შორის - ფეხბურთის მინი დაფა, 10-მდე საბავშვო წიგნი, ფერადი თიხის პაკეტები, ფანქრები, პასტელები, მოზაიკები, გასაფერადებლები, ხის და რბილი სათამაშოები, ბურთები, დოლი, ბარბის თოჯინები და სხვა.
წყარო: სამოქალაქო ინიციატივა