თბილისი. 12 ნოემბერს, კავკასიური ინსტიტუტის ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუდენტურ დებატებთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ დებატების წესებს და იმ თემებს, რომელზეც 25 ნოემბერს იდებატებენ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ. სტუდენტური დებატები იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის: დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა საქართველოში - ფარგლებში" ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: participate.ge