en
ge

კვლევის პრეზენტაცია

თბილისი. 23 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) და „ელკანასთან" თანამშრომლობით, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაცია ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
კვლევა მოიცავდა ,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" შეფასებას. შეფასება და რეკომენდაციები დაფუძნებული იყო პროექტის უშუალო ბენეფიციარებისგან მიღებულ ინფორმაციაზე.
კვლევა ჩატარდა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის 9 მუნიციპალიტეტში და მოიცავდა ფოკუს ჯგუფებსა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს.
კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კვლევის მნიშვნელობას და შედეგების გათვალისწინების აუცილებლობას მომავალი პროექტების და პროგრამების დაგეგმვაში.
წყარო: economists.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)