en
ge

მშვიდობის შენებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობა

თბილისი. მშვიდობის შენებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ და აშშ-ში საგანმანათლებლო შესაძლებლობების გასაცნობად 20 თებერვალს საელჩომ ახალგორელ, გალელ და თბილისელ გოგონებს უმასპინძლა. სტუმრებს ელჩი ნორლანდი შეეგება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხში აშშ-ის ძალისხმევაზე ესაუბრა. ქალთა ლიდერებად დამკვიდრების შესახებ გოგონებს საკუთარი შეხედულებები საელჩოს თანამშრომლებმა ტრეისი ნეველმა და გაბრიელ ქოვენმაც გაუზიარეს. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შედგა.
წყარო: აშშ–ის საელჩოს ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)