en
ge

,,სამართლიანმა არჩევნებმა“ ახალციხეში შედეგები წარადგინა

სამცხე–ჯავახეთი. 14 ნოემბერს, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პრესკონფერენცია გამართა. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თუ რა ღონისძიებები განხორციელდა მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში საზოგადოების ჩართულობისთვის და რა შედეგები მოჰყვა ადვოკაციას. 
აღინიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფების დახმარებით, რომლებიც ადგილობრივი აქტიური ახალგაზრდებისგან შედგებოდა, ქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა. 
საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც აღნიშნულ პრობლემებს იკვლევდნენ და შემდეგ თვითმმართველობას რეკომენდაციებით მიმართავდნენ, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში” – ფარგლებში შეიქმნა. პროექტს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა (EPF) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ლოკალური პრობლემების მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველო ორგანოების გამჭვრვალობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერება და ასევე, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისა და მედიის უნარ-ჩვევების გაზრდა თვითმმართველო ირგანოების მონიტორინგის კუთხით.
მსგავს პროექტს „სამართლიანი არჩევნები” საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ახორციელებდა. დასკვნით კონფერენციას ორგანიზაცია ნოემბრის ბოლოს, თბილისში გამართავს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)